სასმელი წყალი
პროექტის მთავარი
იდეა: წყლის მნიშვნელობა
სიცოცხლისათვის. ექსკურსია ნაბეღლავის
„წყალი მარგებელის’’
ქარხანაში.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები გაეცნობიან წყლის მნიშვნელობას ცოცხალი ორგანიზმებისათვის.
მოიპოვებენ ინფორმაციას სხვადასხვა სასმელზე.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა
გააცნობიერონ წყლის
მნიშვნელობა სიცოცხლისათვის.
შეძლონ სხვადასხვა დასახელების
სასმელის ჩამოთვლა და მათ დნიშნულებაზე საუბარი.
ჩამოუყალიბდეს გარემომცველ
სამყაროზე ზრუნვის უნარ- ჩვევები.
მოსწავლეთა ასაკი: 6- 7 წელი
ვადები / ხანგრძლივობა:
5 დღე
მოსალოდნელი შედეგები : ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას.
განიხილავენ პროექტის
აქტუალურ საკითხებს. გამოუმუშავდებათ კვლევა - ძიების, აზრის დასაბუთების
უნარ-ჩვევები. ისწავლიან ექსკურსიაზე მოქცევის
წესებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
წიგნი, მოპოვებული მასალები, სურათები, უფროსები, ბავშვები, მძღოლი, მიკრო ავტობუსი. კომპიუტერი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა
I დღე
აქტივობა I- მოსწავლეებთან ერთად ვირჩევთ პროექტის თემას.
აქტივობა I I- კლასს ვყოფ პატარა
ჯგუფებად და ვანაწილებ დავალებას. მივეცი კითხვები, რომელზედაც უნდა იმუშაონ,
მოიძიონ მასალები და წარმოადგინონ პროექტი კლასის წინაშე.
კითხვები პროექტის
მოსამზადებლად
·
რისთვის
იყენებს წყალს ადამიანი?
·
რატომ
ჭირდება წყალს ზომიერად ხარჯვა?
·
რატომ
უნდა გაფრთხილება და სუფთად დაცვა წყალს როგორც შინ, ისე -სკოლაში?
·
არის
თუ არა ისეთი ადგილები სადაც ადამიანებს სასმელი
წყლის მოპოვება უჭირთ?
·
რომელი
სახის სასმელებია მაღაზიაში?
·
რომელი
სასმელი უფრო სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის?
·
მოიხმარენ
თუ არა ჭისა და წყაროს წყალს?
IVდღე
აქტივობა
III-
ჯგუფები კლასის წინაშე
წარადგენენ შეგროვებულ ინფორმაციას. აკეთებენ პრეზენტაციას.
ჯგუფებმა
თავიანთი ნამუშევრებიდან გააკეთეს საერთო დასკვნა:
„წყალი
სიცოცხლის სათავეა“
Vდღე
აქტივობა
IV -ვაწყობთ ექსკურსიას ნაბეღლავის „წყალი მარგებელის“ ქარხანაში.
საგნებთან
/საგნობრივ ჯგუფებთან/ ესგ კავშირი:
ბუნ.1.8.
მოსწავლეს შეუძლია საკუთარი გარემოსადმი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე;
·
მონაწილეობს
გარემოში ქცევის ელემენტარული წესების შემუშავებაში მასწავლებელთან ერთად და იცავს
მათ.
·
განასხვავებს
სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს, სიტყვიერად და ჩანახატების სახით გადმოსცემს საკუთარ
განწყობას კონკრეტული გარემოს მიმართ.
·
იცავს
გარემოში სისუფთავეს და აღწერს ამ მიზნით საკუთარი ქმედების მნიშვნელობას.
პროექტის ხელმძღვანელი: ინგა ანდღულაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ingaandguladze@gmail.com